შავ ზღვაში ქარიშხლის დროს თურქული სატვირთო გემი ჩაიძირა

2023-11-20 11:13:32

Reuters-ის ინფორმაციით, თურქული სატვირთო გემი, ეკიპაჟის 12 წევრით, კვირას, ქარიშხლის დროს შავ ზღვაში ჩაიძირა. 

როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, ხელისუფლებამ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო. 

მისი თქმით, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება.