ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

2023-09-19 00:44:47

ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, მამაკაცსა და მის ყოფილ ცოლს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხმაურში გადაიზარდა. ჩხუბს შეესწრო კაცის ყოფილი სიდედრიც. კამათი საბოლოოდ მკვლელობით დასრულდა, ახალგაზრდამ ყოფილი ცოლი და ყოფილი სიდედრი ადგილზე მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობის შემდეგ კაცმა სუიციდი სცადა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.