რუსთავში მანქანას ხე დაეცა [video]

2023-06-22 00:28:35

რუსთავში მანქანას ხე დაეცა [video/ვიდეო]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გურამიშვილის ქუჩაზე, ფიჭვის ხე გაჩერებულ "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილს დაეცა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ, სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გზისა და ტროტუარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რამ გამოიწვია ხის წაქცევა ამ ეტაპზე უცნობია.