ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდიდან 25 წლამდე ბიჭი მტკვარში გადავარდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა მდინარიდან თავადვე მოახერხა ამოსვლა.
ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. მედიკოსებმა ახალგაზრდას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.