გრძელვადიანი ვაკანსიები საფრანგეთში

2023-06-17 19:38:08

ორგანიზაცია "ამბრელა" 10-12 თვიან ვაკანსიებს ამჯერად საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში აცხადებს.

მოხალისეობრივი საქმიანობები ახალგაზრდების მხარდაჭერას, სოციალური მედიის მართვასა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. მოხალისეობრივი საქმიანობების დაწყებისა და დასრულების თარიღები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ვაკანსიას აირჩევთ.

ორგანიზაციის მიერ ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯიბის ფულის, დაზღვევისა და ვიზის ხარჯები.

მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-30 წლის, უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას და ზოგიერთი ვაკანსიის შემთხვევაში, მართვის მოწმობასაც.

მოხალისეებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ადგილობრივი ენა, იმოგზაურონ საფრანგეთსა და ევროპაში, გაიუმჯობესონ კომპეტენციები ახალგაზრდულ საქმიანობაში, მიიღონ YouthPass სერთიფიკატი და საჭიროების შემთხვევაში, სარეკომენდაციო წერილი ამბრელასგან.

განაცხადის შესატანად საჭიროა შეავსოთ მითითებული სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადის შეტანის საბოლოო ვადა - 30 ივნისი.

გრძელვადიანი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.

დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით - აქ.