"არ მომწონს ერთპარტიული მმართველობა და ერთპიროვნული ლიდერები"

2023-06-07 19:33:30

რუსთავში, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ახლი პოლიტიკური გაერთიანების "თაობები საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, შოთა შალელაშვილმა გაცნობითი შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შოთა შალელიშვილმა "ინფო რუსთავის" კითხვებსაც უპასუხა, რა მიზნით შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება, რა საგარეო კურს ატარებენ და გეგმავენ თუ არა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას.

"პარტიის მიზანია, რომ 2024 წელს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. საყოველთაო, ორიგინალურ და საინტერესო პარტიას ვქმნით. ჩამოვედით რუსთავში, რომ გაცნობითი შეხვედრა ჩავატაროთ რუსთავში.

ყველა პარტიას ერთი მიზანი აქვს, მოხვდეს ხელისუფლებაში და შეიტანოს წვლილი ქვეყნის განვითარებაში.

ჩვენ გვაქვს მხოლოდ დასავლური კურსი. ყველა ჩვენ მეზობლებთან კეთილსამეზობლო კავშირი და ქვეყნის გაერთიანებისთვის დიალოგი ყველასთან.

ჩვენ პარტიის წესდებაში შევიტანეთ პუნქტი, სადაც არ ვირჩევთ და არ ვასახელებთ საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატებს. ყველა რეგიონში გვეყოლებიან დელეგატები გვეყოლება პრაიმერიზის საფუძველზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის, ხალხის წიაღიდან წამოსული ძალები ნამდვილი და გულწრფელი იქნებიან. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ ველი ჩვენი პარტიის წარმატებას.

ჩვენს პარტიაში იქნებიან ახალი სახეები, თუ ვინმე(ძველ სახეს) სურვილი გაუჩნდება, მაპატიონ ჩემმა კოლეგებმა, რომ ჩვენ პარტიაში იყოს უნდა გაწევრიანდეს, შემდეგ პრაიმერიზის წესით იყაროს კენჭი ყველასთან ერთად და თუ გაიმარჯვებენ ცნობად სახეებსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და არაცნობადსაც.

ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები და პრინციპები გვაქვს, თუ იქნება ისინი გაზიარებული, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ იმ პარტიასთან, ვინ გაიზიარებს ჩვენს ხედვებს.

ძირითადად არ მომწონს ერთპარტიული მმართველობა და ერთპიროვნული ლიდერები და ბელადები. ამას უნდა დაესვას წერტილი, ჩვენ უნდა შევქმნათ პროდასავლური საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება რამდენიმე პარტიისგან",- განაცხადა შალელიშვილმა.

ცნობისთვის, შოთა შალელიშვილი 2016-2019 წლებში, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტია "ქართული ოცნებიდან", თუმცა მან პარლამენტარის მანდატი ნაადრევად 2019 წლის 1 ოქტომბერს დატოვა.