"არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას"

2023-06-07 11:38:37

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის აბიტურიენტებს აფრთხილებს.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება
სოციალურ მედიაში  ვრცელდება დეზინფორმაცია 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ  ინფორმაციას და იხელმღვანელონ მხოლოდ   ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge.

ამ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი, ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი  პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე",- ნათქვამია განცხადებაში.