1 ივნისის ღონისძიებების პროგრამა

2023-05-31 23:53:34

1 ივნისის ღონისძიებების პროგრამა.

ახალგაზრდობის პარკი:

რუსთავში ახალგაზრდობს პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი პროგრამა 14:00 საათიდან ბავშვთა ნამუშევრების გამოფენით და რუსთაველი მეწარმეების პროდუქცის გამოფენა-გაყიდვით დაიწყება. ბავშვთა დღეს რუსთაველ პატარებს ზღაპრის გმირები და ანიმატორები მიულოცავენ, მოეწყობა ორკესტრის კოსტუმირებული მსვლელობა,  საპნის ბუშტების შოუ და პატარა ტანმოვარჯიშეების საჩვენებელი გამოსლა.

17:00 სთ-დან საბავშვო-საესტრადო და ქრეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეთა კონცერტი დაიწყება.

19:00 საათიდან, კი "არტ ლაიფის" დრემერების შოუ გაიმართება.