სამტრედია-ქუთაისის საავტომობილო გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.