პოლონეთში 40 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართველ კაცს ავტომობილით გერმანიის მიმართულებით არალეგალურად 4 ავღანელი გადაჰყავდა. პოლიცია ქართველს აედევნა და დააკავა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ ქართველს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.