რუსთავის შემოსასვლელში არსებულ შენობას დემონტაჟი ჩაუტარდა

2023-04-29 19:25:52

რუსთავის შემოსასვლელში არსებულ უსახურ შენობას დემონტაჟი ჩაუტარდა. ამ დროისთვის, ტერიტორია სრულადაა მოსუფთავებული.

შენობის დემონტაჟი ქალაქის შემოსასვლელის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა.

განცხადება იმის შესახებ, რომ შენობა დაინგრეოდა, მედიასთან რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რამდენიმე თვის წინ გააკეთა.

როგორც რუსთავის მერიაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, დემონტაჟი მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, თავად შენობის მეპატრონემ განახორციელა.