ტარიელ ხარხელაური რუსთავში სკოლა მილენიუმს ეწვია [photo]

2023-04-25 18:34:10

რუსთავში კერძო სკოლა "მილენიუმს" ქართული ენის კვირეული ფარგლებში მწერალი და პოეტი ტარიელ ხარხელაური ესტუმრა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა ელზა ლეკვეიშვილმა განუცხადა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მწერალთან კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ხარხელაურის დაწერილი ლექსები წაიკითხეს და შეასრულეს მუსიკალური ნომრები.

ქართული ენის კვირეული, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეების ჩართულობით სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, ტარიელ ხარხელაურის სტუმრობით დაიხურა.