რა ღირს რუსთავში ბინები

2023-04-24 18:36:11

რუსთავში ბოლო ორი თვის განმავლობაში ბინების ფასები არ შეცვლილა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტებმა განუცხადა.

მათი თქმით, ბინების ფასები რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. უძრავ ქონებაზე ფასი დამოკიდებულია მდებარეობაზე, კვადრატულობასა და მის მდგომარეობაზდე.

საშუალოდ რუსთავში სახლებს შეიძენთ:

ერთ ოთახიან ბინას - 25 000 - 35 000$

ოროთახიან ბინას - 35 000 - 45 000$

სამოთახიან ბინას - 45 000$-დან ზევით