ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცმა მეგობარი ბლაგვი საგნით მოკლა.
სავარაუდო დამნაშავეც და მოკლულიც ერთ-ერთ სახლში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.