ახმეტაში მეზობელმა მეზობელი მოკლა.
გავრცელებული ცნობით, 70 წლამდე ქალსა და 18 წლის ბიჭს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რა დროსაც ახალგაზრდა კაცმა ქალს სანადირო იარაღიდან ესროლა.
დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს