რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა [photo]

2023-04-17 13:32:28

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "სმარტისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში გზის ამ მონაკვეთზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.