დუბაიში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. [video/ვიდეო]
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობითვე, დაღუპულთა შორის ინდოეთის ოთხი და პაკისტანის სამი მოქალაქეა.
ცეცხლი დუბაის ერთ-ერთ უძველეს ნაწილში, ალ-რასის რაიონში, ხუთსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე გაჩნდა.
დუბაის სამოქალაქო დაცვის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შენობის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაა.