რუსთავში 2 კორპუსის აივნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2023-04-12 19:18:07

რუსთავში კოსტავას N15-ისა და მე-8 მკ/რ. N10 კორპუსის აივნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 198 211 ლარია გამოყოფილი.