ქვემო ქართლში ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა

2023-04-08 17:46:58

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ხანდაზმული მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ასაკოვანი კაცი ადგილზე დაიღუპა.

ამავე შემთხვევის შედეგად დაშავდნენ 41 წლის კაცი და მცირეწლოვანი ბავშვი.

არსებული ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, ის იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება მამაკაცს, კაცი თბილისის "ჯეო ჰოსპიტალსში" აგრძელებს მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს მსუბუქი ტვინის შერყევა და წელის მალების მოტეხილობა აღენიშნება, რის გამოც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები