ქართველმა კაცმა პოლონეთში 70 მაღაზია გაქურდა

2023-04-08 12:15:04

პოლონეთში 40 წლის ქართველი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეს 70 მაღაზიის ქურდობა ედება ბრალად.

ქართველი პოლონეთის მასშტაბით სხვადასხვა მაღაზიიდან ძირითადად თამბაქოს, საკვებს, საპარსებს, სადენებსა და სათამაშოებს იპარავდა.

40 წლის კაცს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები