იტალიაში ორი ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართველებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან პროდუქტების მოპარვა სცადეს, რაც დაცვამ შენიშნა და მათი შეჩერება სცადა, რასაც დაპირისპირება მოყვა.
დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ადგილზე გამოიძახეს სამართალდამცავები, რომლებმაც ქართველი კაცები ადგილზე დააკავეს.