უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2023-04-05 11:05:13

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

კიდევ ორი ძვირფასი, პატრიოტი დავკარგეთ. დიდება გმირებს!,“ - წერს ნადიმ ხმალაძე.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 40 ქართველი ემსხვერპლა.