შემცირდება თუ არა პურის ფასი

2023-04-03 17:52:38

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასები შემცირდეს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო პერიოდში, ხორბლისა და ფქვილის ფასი შემცირდა, რაც პურის ფასის შემცირების წინაპირობაა.

"ბოლო პერიოდში ხორბალთან და ფქვილთან მიმართებაში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა და შეიძლება თქვას, განსაკუთრებით, ფქვილზე. ჩვენ გვქონდა პურის მწარმოებლებთან კომუნიკაცია და ველოდებით, რომ ფქვილის ფასების შემცირება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, უკვე აისახება პურზე და ჩვენ დახლებზე ალბათ, უახლოეს პერიოდში, კონკრეტული სახეობის პურზე, ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს ვნახავთ,“ - განაცხადა მინისტრმა.