რესტორანთან ავტომობილი ქვეითს შეეჯახა

2023-03-19 20:24:29

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილი 50 წლამდე მამაკაცია.

არსებული ინფორმაციით, კაცი ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.