მესტიაში, სასტუმრო „ფოსტას“ გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მესამე და მეოთხე სართულები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია