პარკში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

2023-02-27 23:49:55

ქუთაისში, ახალგაზრდობის პარკში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შუა ხნის კაცი ხეზე თოკით ჩამოკიდებული ნახეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.