პოლონეთში 4 ქართველი დააკავეს [video]

2023-01-22 12:53:08

პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. [ვიდეო/video]

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 4 ქართველის დაკავება, რომელთა ასაკიც 21-დან 43 წლამდეა,  ქალაქ ზგიერზში მოხდა.

საქართველოს მოქალაქეებს ბრალად ედებათ, წინასწარ შერჩევით საცხოვრებელ სახლებში შეპარვა და იქიდან ძვირფასი ნივთების მოპარვა. დაკავებულები სახლებში აივნებიდან იპარებოდნენ.

დაკავებულ ქართველებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები