მაგისტრალზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა

2023-02-20 14:11:03

ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯებირი გაანგრია და გზიდან გადავარდა, რის შემდეგაც ამობრუნდა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო 2 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები