ავტოსაგზაო შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე [photo]

2023-02-16 14:40:01

რუსთავში, თოდრიას წრესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ნისანისა" და "აუდის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.