რუსთავში "LIMA Studio" გაიხსნა [photo]

2023-02-14 22:02:31

პირველად რუსთავში, ფოტომოყვარულთათვის გაიხსნა სივრცე, რომლის მსგავსიც ჯერ ქალაქს არ ჰქონია.

"LIMA Studio" მსურველებს შარტავას გამზირზე (2გ) მასპინძლობს და უკვე ძალიან ბევრი მომხმარებლის მოწონებაც დაიმსახურა.

ახლადგახსნილი ფოტოსტუდიის სივრცე შეგიძლიათ საათობრივად დაიქირავოთ და იქ თავად მიიყვანოთ ფოტოგრაფი ან უბრალოდ გაიყოლოთ მეგობარი, რომელსაც თქვენთვის ლამაზი ფოტოების გადაღება შეუძლია. ასევე, სტუდია ფოტო გადაღების კუთხითაც გთავაზობთ საკუთარ მომსახურებას.

ამ სივრცეში დაგხვდებათ გემოვნებიანი ინტერიერი და ყველა საჭირო ინვენტარი, რომელიც მაღალხარისხიანი და კრეატიული ფოტოს შექმნაში დაგეხმარებათ.

სტუდიაში შეგიძლიათ მოიწყოთ:

• საქორწილო ფოტოსესია;

• ინდივიდუალური ფოტოსესია;

• დაბადების დღის ფოტოსესია;

• წინა საქორწილო წვეულების გოგონების ფოტოსესია;

• ორსულის ფოტოსესია;

• საბავშვო ფოტოსესია;

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე - 514003282.