მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

2023-02-13 18:26:14

გორის ცენტრში, მშენებარე კორპუსიდან 60 წლამდე ასაკის მუშა გადმოვარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყეს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვი

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები