რუსთავში ოქრო გაძვირდა

2023-02-07 18:50:21

რუსთავის ოქროს ბირჟაზე ოქრო გაძვირდა.

რამდენიმე თვიანი გაიაფების შემდეგ, საქართველოში ოქრომ გაძვირება დაიწყო.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის"ოქროს ბირჟაზე" მოვაჭრეებმა უთხრეს, ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ძვირფასი ლითონის ნაკეთობებზე ფასმა მატება დაიწყო და მოსალოდნელია, რომ ასეც გაგრძელდება.

მოვაჭრეების თქმით, მაღალი სინჯის გრამი ოქროს ფასი 130 ლარია.

რაც შეეხება ბაჯაღლოს ტრადიციულ რგოლებს, გრამი ბაჯაღლო ცოტა ხნის წინ 150-160 ლარი ღირდა, ახლა კი მის შეძენას 170-180 ლარად შეძლებთ.

დაუმუშავებელ ოქროს, ე.წ. ჯართს ახლა 90-100 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები