ავტოსაგზაო შემთხვევა ლეონიძის სკვერთან [photo]

2023-02-01 12:31:48

რუსთავში, ფანცუალაიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მიხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "აუდისა" და "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგაც "ტოიოტას" მარკის მანქანა ბორდიურზე ავარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.