ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

2023-01-31 17:25:56

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა.

რუსთავის სავალუტო ჯიხურებში 1 ამერიკულ დოლარს 2.65 ლარად შეიძენთ.

ხოლო 1 დოლარს 2.64 ლარად გაყიდით.

მონაცემები გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც.

31 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.08 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6518 ლარი გახდა.