რუსთავში, მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2023-01-27 00:12:42

რუსთავში, მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში, 40 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე სავარაუდოდ სუციდით დაასრულა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი სახლიდან გავიდა და მობილური ტელეფონი გათიშა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ კი ახლობლებმა ავტოფარეხში გარდაცვლილი ნახეს.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.