სააღდგომო არდადეგები სკოლებში

2023-01-21 17:35:58

ქვეყნის მასშტაბით ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებში სააღდგომო დასვენება 14 აპრილიდან იწყება.

მოსწავლეებისთვის სააღდგომო არდადეგები 17 აპრილამდე გაგრძელდება. 18 აპრილიდან კი სწავლა განახლდება.

შეგახსენებთ, რომ სააღდგომო არდადეგებამდე სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იქნება, რომელიც 8 მარტს დაიწყება და 14 მარტამდე გაგრძელდება.