როდის დაიწყება რუსთავში მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟი

2023-01-18 18:44:01

რუსთავში მთავარი ნაძვის ხისა და ცენტრალურ ქუჩებზე საახალწლო განათებების დემონტაჟი პარასკევიდან დაიწყება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიაში განუცხადეს.

მათივე თქმით, საახალწლო მორთულობების დემონტაჟი სხვადასხვა სკვერში უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში საახალწლო განათებები და მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბრეს აინთო.