ნეპალში, თვითმფრინავი ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელშიც 72 ადამიანი იმყოფებოდა, ნეპალის ცენტრალურ ნაწილში, პოხარას აეროპორტთან ახლოს, დაშვებისას ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ავიაკატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაციაში ნეპალის ჯარისკაცები მონაწილეობენ.
პრემერ-მინისტრმა პუშპა კამალ დაჰალმა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა იმუშაონ სამაშველო ოპერაციებზე.