აგარასთან, ცენტრალურ ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევას კაცი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, დამცავ ჯებირს შეეჯახა და არხში გადავარდა.
შემთხვევის დროს შუა ხნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.