როდის დასრულდება დასვენების დღეები რუსთავის სკოლებსა და ბაღებში

2023-01-04 13:01:38

რუსთავის ბაღებსა და სკოლებში საახალწლო არდადეგები 15 იანვარს დასრულდება.

თუმცა რადგან 15 იანვარი კვირა დღეა, სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში 16 იანვრიდან განახლდება.

ცნობისთვის სკოლებში არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყო, ხოლო ბაღებში 30 დეკემბერს.