ადევნებისა და თვალთვალის ფაქტი რუსთავში

2022-12-31 00:08:26

ადევნებისა და თვალთვალის ფაქტი რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVII მიკრორაიონში, ერთერთი მაღაზიიდან 40 წლამდე მამაკაცი, არასრულწლოვან გოგონას აედევნა. გოგონამ მამაკაცის თვალთვალი შეამჩნია, ნაბიჯს აუჩქარა და ლიფტში შეასწრო, ლიფტიდან კი ბინაში დროულად შევიდა.

არსებული ინფორმაციით იმ დღეს მამაკაცი გოგონას ბინის კართან რამდენიმე წუთი უცდიდა. შემთხევვა დღის მანძილზე მოხდა. მეორე დღეს კი სკოლაში წასვლამდე სადარბაზოსთან ელოდა.

ფაქტის შესახებ მოზარდმა პოლიციას აცნობა.

მომხდარის გამო მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

ფოტო არ ასახავს რეალობას.