წლის საუკეთესო სპორტსმენები

2022-12-21 18:02:14

ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა.

ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

რაც შეეხება საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში კარინა საფინა/ლუკა ბერულავა (ფიგურული სრიალი) გახდა. საუკეთესო სპორტულ ფედერაციად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია დასახელდა. 2022 წლის აღმოჩენა ("ოლიმპიური იმედი") კი გიორგი ელბაქიძე (თავისუფალი ჭიდაობა) და ანანო აფაქიძე (ბატუტზე ხტომა) გახდნენ.

ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელად ბეჟან ჭიჭინავა დაასახელა (კრივი); საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში კი ზაურ სულაშვილი (ბატუტზე ხტომა) გახდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.