ცხოველების მიერ დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 215 შემთხვევა რუსთავში

2022-12-21 14:36:23

ნოემბერში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 215 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენების უმრავლესობა, 179 შემთხვევა, მოშინაურებული ცხოველების მხრიდანაა.

ჯანგულაშვილის ცნობითვე, დაკბენება-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 112 ძაღლზე მოდის, 61 კი კატაზე. მისივე თქმით, ფიქსირდება ღორის, კურდღელის, ცხენისა და თაგვის ნაკბენებიც.

215-დან 199-მა პირმა ანტირაბიული მკურნალობის კურსი სრულად ჩაიატარა, 16-მა კი მკურნალობის კურსი არ დაასრულა.