ავარიას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2022-12-19 20:08:31

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ქედში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ფორდის" მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის დროს 25 წლის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.