როდის აღდგება საავტომობილო გადაადგილება რუსთავში შარტავას გამზირზე

2022-12-11 12:20:40

რუსთავში, შარტავას გამზირზე ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების გამო კი 9 დეკემბრის 09:00 საათიდან გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავტომობილებისთვის გადაადგილების შეზღუდვა 13 დეკემბრის 09:00 საათის შემდეგ მოიხსნება.