როდიდან დაიწყება რუსთავში ავტომობილის გამონაბოლქვის გაკონტროლება

2022-12-09 13:21:45

2023 წლის 1-ელი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0.6%-დან 0.55%-მდე მცირდება.

საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში ვკითხულობთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს მოახდენს.

გარდა ამისა, გეგმაში ნათქვამია, რომ კონტროლი უნდა დასაწყისისათვის მსხვილ ქალაქებში, რუსთავში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დაიწყება.

"კერძოდ, დეპარტამენტი უზრუნველყოფს იმ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების დაჯარიმებას, რომელთა სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველობა გადააჭარბებს დადგენილ ნორმას", - წერია სამთავრობო გეგმაში.