გრიპის ვაქცინა ისევ უფასოა

2022-12-07 11:44:46

10 დეკემბრის ჩათვლით გრიპის ვაქცინა კვლავ უფასოა.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ჯანდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს.

მსურველებს რუსთავში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შეგიძლიათ: N2 სამკ.დიაგნ.ცენტრში, რუსთავის N1 სამკ.დიაგნ.ცენტრში, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში, რუსთავის ცენტრ.საავადმყოფოში, რუსთავის სამშობიარო სახლში, კლინიკა რუსთავსა და მარდალეიშვილის სახ.კლინიკაში.