საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 10.4% შეადგინა.
გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2022 წლის ნოემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - ფასი გაიზარდა 100.1%-ით;
2. სანოტარო გადასახდელი - 95.6%-ით;
3. სიმინდის ფქვილი - 82.8%-ით;
4. ასლის გადაღება -62.7%-ით;
5. სარეცხი საპონი -42.9%-ით;
6. ნამცხვარი – 39.5%-ით;
7. კარტოფილი -39.2%-ით;
8. შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი - 38.9%-ით;
9. ვაფლი კრემით - 38.0%-ით;
10. ხახვი - 37.9%-ით;