რუსთავის თეატრი 55 წლისაა [video]

2022-11-30 20:41:51

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრი 55 წლისაა.

ზუსტად 55 წლის წინ, 1967 წლის 30 ნოემბერს რუსთავის თეატრის სცენაზე გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმული ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის" პრემიერა შედგა.

თეატრში გოგი ქავთარაძის სახელობის შემოქმედებითი სივრცე გაიხსნა. ქავთარაძე 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

ფოიეში გამოფენილი იყო პირველ სპექტაკლში "სირანო დე ბერჟერაკში" გამოყენებული კოსტიუმები.

საიუბილეო დღე დიდ დარბაზში გამართული ღონისძიებით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა თეატრის მსახიობებმა, ანსამბლმა "რუსთავმა" და სხვა მუსიკოსებმა მიიღეს.

ღონისძიებას რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდა.