ლაგოდეხში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ვარდისუბანთან მოხდა. 28 და 35 წლის მამაკაცები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს შეეჯახა.
მიღებული დაზიანებებით ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდარზე დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.